geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

კონსტანტინე წერეთელი –100

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის სასწავლო-სამეცნიერო კათედრა 25-26  ნოემბერს  გამართავს  აკადემიკოს  კონსტანტინე  წერეთლის  100  წლისთავისადმი  მიძღვნილ  საერთაშორისო  კონფერენციას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  თეზისები  2021 წლის 20 ოქტომბრამდე  უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი

მოხსენება – 15 წუთი,

მსჯელობა – 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

გთხოვთ, დაიცვათ თეზისების გაფორმების წესი!

 

თეზისები მიიღება ქართველი ავტორებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უცხოელი ავტორებისთვის - ინგლისურ ენაზე.

 

საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

კონფერენციის სამუშაო ენები –  ქართული, ინგლისური.

 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).

 

თეზისები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

 

საკონტაქტო პირები:  ასოცირებული პროფესორი მარიამ ჩაჩიბაია;

ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი; ფილოლოგიის დოქტორი სოფიო თოთიბაძე.

თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.

 

თარიღი: 05/03/2021